Wednesday, April 10, 2013

სოფლის მოსახლეობის საარსებო წყარო



1. პროექტის სახელწოდება: სოფლის მოსახლეობის საარსებო წყარო
2. პროექტის მთავარი იდეა: სტატისტიკური მონაცემების მოპოვება-დამუშავება (ესგ-ის XI კლასის სტანდარტთან შესაბამისად) და შედეგების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა;
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეძლებენ, თემიდან გამომდინარე, აირჩიონ მონაცემთა შეგოვების შესაფერისი საშუალება; გამოიყენებენ სტატისტიკური მონაცემების დამუშავების სკოლაში შესწავლილ მეთოდებს; პროექტზე მუშაობისას დაეუფლებიან უნარ-ჩვევებს, რაც ითვალისწინებს :
  •  თემთან ვერბალურ კომუნიკაციას; 
  •  თანამშრომლობას;
  •  მიზნების ჩამოყალიბებას; 
  •  მიზნების შესაბამისი ამოცანების დასახვას და გადაჭრის გზების ძიებას; 
  •  შესაბამისი ქმედებისა და რესურსების შერჩევას;
  •  ცოდნის შემოქმედებითად გამოყენებას;
  •  დროის მენეჯმენტს;
  •  შეფასებისა და თვითშეფასების გამომუშავებას;
  •  ისტ-ის გამოყენებას მონაცემთა დასამუშავებლად; 
4. პროექტის მიზნები: პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები გაიწაფებიან შემდეგი სამუშაოების შესრულებაში:
  •   ანკეტის შედგენა და მისი გამოყენება მონაცემთა შესაგროვებლად; საკითხის შესასწავლად შესაფერისი გეგმის შემუშავება; მონაცემთა შეგროვება. XI. 12. 
  •  მონაცემთა წარმოდგენის გრაფიკული ფორმის შერჩევა; ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილი მონაცემების წარმოდგენა განსხვავებული ფორმით. XI. 13
  •   შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების პოვნა /გამოყენება; დაჯგუფებულ მონაცემთა ერთობლიობების დასახასიათებლად/შესადარებლად და მოსაზრებათა/არგუმენტების შესაფასებლად. XI. 15. 
5. მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები:
  •  შეიქმნება სოფელში არსებული დასაქმების პრობლემის რეალური სურათი;
  •  გამოიკვეთება მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი და შეიქმნება საინფორმაციო ბაზა;
  •  აღირიცხება, შემდგომი დასაქმების მიზნით, პროფესიული გადამზადებისათვის ცოცხალი რესურსი;
  •  სამუშაო ვაკანსიების გამოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ინფორმაციის გაცემა.
 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
  •  საწერი საშუალებები;
  •  სწრაფჩამკერები და ფაილები; 
  •  კომპიუტერი და პროექტორი; 
  •  ფოტო და ვიდეო კამერები (ფირებით); 
  •  სახელმძღვანელო;
 9. პროეტის მსვლელობა: 
  •  პირველი დღე: პროექტზე მომუშავეთა მიზნობრივი ჯგუფის შექმნა; შესასრულებელ სამუშაოთა დელეგირება; გამოკითხვის წარმოებისათვის ანკეტის შედგენა. 
  • მეორე-მეოთხე დღე: მოსახლეობის გამოკითხვა და საჭირო ინფორმაციის შეგროვება.
  •  მეხუთე დღე: მოძიებული ინფორმაციის დამუშავება-შეჯამება; პროექტის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბება. 
  • მეექვსე დღე: თვალსაჩინოების დამზადება. 
  • მეშვიდე დღე: პრეზენტაცია. 
10. საგანი, ესგ-სთან კავშირი: მათემატიკა; XI. 12; XI. 13; XI. 15.
11. პროექტის ხელმძღვანლი ( მასწავლებელი ): ნაირა ნარინდოშვილი.
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოს: narindoshvilina@gmail.com
13. პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:



 

No comments:

Post a Comment