1. პროექტის სახელწოდება: სოფლის მოსახლეობის საარსებო წყარო
2. პროექტის მთავარი იდეა: სტატისტიკური მონაცემების მოპოვება-დამუშავება (ესგ-ის XI კლასის სტანდარტთან შესაბამისად) და შედეგების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა;
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეძლებენ, თემიდან გამომდინარე, აირჩიონ მონაცემთა შეგოვების შესაფერისი საშუალება; გამოიყენებენ სტატისტიკური მონაცემების დამუშავების სკოლაში შესწავლილ მეთოდებს; პროექტზე მუშაობისას დაეუფლებიან უნარ-ჩვევებს, რაც ითვალისწინებს :
- თემთან ვერბალურ კომუნიკაციას;
- თანამშრომლობას;
- მიზნების ჩამოყალიბებას;
- მიზნების შესაბამისი ამოცანების დასახვას და გადაჭრის გზების ძიებას;
- შესაბამისი ქმედებისა და რესურსების შერჩევას;
- ცოდნის შემოქმედებითად გამოყენებას;
- დროის მენეჯმენტს;
- შეფასებისა და თვითშეფასების გამომუშავებას;
- ისტ-ის გამოყენებას მონაცემთა დასამუშავებლად;
- ანკეტის შედგენა და მისი გამოყენება მონაცემთა შესაგროვებლად; საკითხის შესასწავლად შესაფერისი გეგმის შემუშავება; მონაცემთა შეგროვება. XI. 12.
- მონაცემთა წარმოდგენის გრაფიკული ფორმის შერჩევა; ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილი მონაცემების წარმოდგენა განსხვავებული ფორმით. XI. 13
- შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების პოვნა /გამოყენება; დაჯგუფებულ მონაცემთა ერთობლიობების დასახასიათებლად/შესადარებლად და მოსაზრებათა/არგუმენტების შესაფასებლად. XI. 15.
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები:
- შეიქმნება სოფელში არსებული დასაქმების პრობლემის რეალური სურათი;
- გამოიკვეთება მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი და შეიქმნება საინფორმაციო ბაზა;
- აღირიცხება, შემდგომი დასაქმების მიზნით, პროფესიული გადამზადებისათვის ცოცხალი რესურსი;
- სამუშაო ვაკანსიების გამოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ინფორმაციის გაცემა.
- საწერი საშუალებები;
- სწრაფჩამკერები და ფაილები;
- კომპიუტერი და პროექტორი;
- ფოტო და ვიდეო კამერები (ფირებით);
- სახელმძღვანელო;
- პირველი დღე: პროექტზე მომუშავეთა მიზნობრივი ჯგუფის შექმნა; შესასრულებელ სამუშაოთა დელეგირება; გამოკითხვის წარმოებისათვის ანკეტის შედგენა.
- მეორე-მეოთხე დღე: მოსახლეობის გამოკითხვა და საჭირო ინფორმაციის შეგროვება.
- მეხუთე დღე: მოძიებული ინფორმაციის დამუშავება-შეჯამება; პროექტის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბება.
- მეექვსე დღე: თვალსაჩინოების დამზადება.
- მეშვიდე დღე: პრეზენტაცია.
11. პროექტის ხელმძღვანლი ( მასწავლებელი ): ნაირა ნარინდოშვილი.
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოს: narindoshvilina@gmail.com
13. პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: